სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელი: მობილური ტელეფონი.

2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას მობილური ტელეფონის გამოგონების შესახებ.

3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ჩავუტარე მინი ლექცია მობილური ტელეფონის მნიშვნელობაზე, თუ სად, როდის და ვის მიერ იქნა შექმნილი პირველად მობილური ტელეფონი, რომ დღეს ადამიანებს შორის კომუნიკაციის ყველაზე მოხერხებული და პოპულარული საშუალება მობილური ტელეფონია, რომ ეს არის ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება და გამოვლენა.

მოსწავლეები დავყავი 2 ჯგუფად:

პირველ ჯგუფს დაევალა გამოეკითხა 15-დან 40 წლამდე ადამიანები:

1. რა აზრის ხართ მობილური ტელეფონის გამოყენებსათან დაკავშირებით?

2. რა დადებითი და უარყოფითი თვისებები გააჩნია მობილურ ტელეფონს?

3. თქვენ რომელი ფირმის მობილურ ტელეფონს ანიჭებთ უპირატესობას და ამჟამად რომელი ფირმის მობილური ტელეფონი გაქვთ?

მეორე ჯგუფს დაევალა გამოეკითხა 40 წელს ზემოთ გადაცილებული ადამიანები, რომელთაც დაუსვამდნენ შემდეგ კითხვებს:

1. რა განსხვავებაა თანამედროვე მობილურ ტელეფონსა და ჩვეულებრივ ტელეფონს შორის?

2. როდის დაიწყეთ თანამედროვე მობილური ტელეფონით სარგებლობა?

3. თქვენ როგორ ფიქრობთ მოსახლეობის რამდენი % იყენებს მობილურ ტელეფონს?

თითოეულ ჯგუფთან მქონდა სამუშაო შეხვედრა, გამოკითხვის დამთავრების შემდეგ ჩავატარეთ შემაჯამებელი შეხვედრა.

მოძიებული ინფორმაცია ჯგუფებმა წარმოადგინა დიაგრამის სახით.

პროექტზე მუშაობის დროს ბავშვებს გაუჩნდათ სურვილი მოეძიათ დამატებითი ინფორმაცია მობილური ტელეფონების შესახებ. თუ რა ცვლილებები და სიაახლეები იყო ამ ტექნიკასთან დაკავშირებით.

4. მონაწილეთა ასაკი: 15 წელი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ გამოკითხვებისა ჩატარების უნარ-ჩვევა. მოძიებული ინფორმაციიდან საჭირო მასალების ამოკრების უნარ-ჩვევა, სინთეზური აზროვნება.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძება, შეიქმნას: გავიგებთ ოზურგეთელი საზოგადოების დამოკიდებულებას მობილური ტელეფონების შესახებ.

8. სარგებელი სხვებისთვის: გავიგებთ რომელი ფირმის მობილურ ტელეფონს ანიჭებენ უპირატესობას.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა.

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა. ისტ-ი.

12. პროექტის ფასილიტატარი: დარეჯან კილაძე

13. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: darejankiladze@gmail.com